თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ტელეკომპანია “რუსთავი2“-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ “სოხუმი მზად არის კონსულტაციები გამართოს საქართველოს პრეზიდენტთან“.
“ამისათვის საჭიროა შეხვედრის დიპლომატიური მომზადება, რათა იგი სერიოზული შედეგებით დასრულდეს“, განაცხადა 23 მარტს სერგეი შამბამ.