თურქი-მესხების რეპატრიაციაზე სპეციალური კომისია იმუშავებს

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას ხელმძღვანელობით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც თურქი-მესხების ნებაყოფლობითი რეპატრიაციის საკითხზე იმუშავებს.


გოგა ხაინდრავა 22 მარტს საერთაშორისო ორგანიზაცია “ვატანის”, რომელიც 3 ათასს თურქ-მესხს აერთიანებს, ხელმძღვანელს სულეიმან ბარბაქაძეს შეხვდა და მასთან თურქი-მესხების რეპატრიაციის საკითხი განიხილა.


ბარბაქაძის განცხადებით, საქართველოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა მცირეა.


ახლადშექმნილი კომისია თავდაპირველად დაბრუნების მსურველი თურქი–მესხების რაოდენობას განსაზღვრავს.


ასევე”საჭიროა კანონი რეპატრიაციის შესახებ“, განაცხადა ბარბაქაძემ.


საქართველომ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას იკისრა ვალდებულება საქართველოდან 1944 წელს გადასახლებული ე.წ. თურქი-მესხების რეპატრიაციის თაობაზე.  ეს პროცესი 2012 წლამდე უნდა დასრულდეს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version