ზურაბიშვილი მოსკოვთან მოლაპარაკებების წინ განმუხურის ინციდენტს პროვოკაციად აფასებს

საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ 23-25 მარტს მოსკოვში დაგეგმილი ქართულ-რუსული მოლაპარაკებების წინ, დღეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ განმუხურში მომხდარი ინციდენტი “პროვოცირებული იყოს გარკვეული ძალების მიერ“.


“ძალების, რომელთაც არ სურთ ქართულ-რუსული მოლაპარაკებების დაწყება, რასაც შესაძლოა კონსტრუქციული წინსვლა მოჰყვეს“, განაცხადა 22 მარტს პრეს–კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა.
 
გალის რაიონში დისლოცირებულმა რუსმა სამშვიდობოებმა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ჯავშანტექნიკა განალაგეს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცავებს საბუთების წარმოდგენა და იარაღის დაყრა მოსთხოვეს, რასაც ვითარების გართულება მოჰყვა. ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version