გელა ჩარკვიანი: რუსეთიდან დადებითი სიგნალები მოდის ბაზებთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სპიკერის გელა ჩარკვიანის განცხადებით, რუსეთის მხრიდან “დადებითი სიგნალები“ მოდის საქართველოს ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით.


“მოსკოვი არის მზად წამოვიდეს ორივე მხარისთვის მისაღებ კომპრომისებზე – ეს არის გადამწყვეტი“, განაცხადა გელა ჩარკვიანმა 10 მარტს გამართულ ბრიფინგზე.


დღეს სააგენტო “ინტერფაქსით“ გავრცელდა რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური პოზიცია, რომლის მიხედვითაც ბაზების გაყვანას სულ მცირე სამი–ოთხი წელიწადი მაინც დასჭირდება. არადა რუსეთი ადრე გაცილებით მეტ დროს მოითხოვდა.


 

Exit mobile version