ნოღაიდელი: სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის შენობის წინ სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომლებიც განათლების სამინისტროს შეღავათების მოხსნისა და მისაღები გამოცდების ჩაბარების შესახებ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და „არ შეიცვლება“.


„ყველა აბიტურინეტს მოუწვეს მისაღები გამოცდის ჩაბარება. ადამიანს რომელსაც სურს ექიმობა და არ სურს მისაღები გამოცდის ჩაბარება მიუღებელია და საერთოდ გვინდა კი ასეთი ექიმები? საპროტესტო აქციის აზრი ჩემთვის გაუგებარია“, განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კოლეჯის სტუდენტებს მოეხსნათ შეღავათები და სამედიცინო უნივერსიტეტში მოსახვედრად აბიტურიენტის მსგავსად მისაღები გამოცდების ჩაბარება დაუწესდათ. ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯის სტუდენტები უკვე მესამე დღეა პარლამენტის შენობის წინ აპროტესტებენ.

Exit mobile version