რომში ეკონომიკური ფორუმი „ინვესტირება საქართველოში“ გაიხსნა

დღეს რომში საქართველოს პრეზიდნეტის ინიციატივით და მონაწილეობით ეკონომიკური ფორუმი „ინვესტირება საქართველოში“ გაიხსნა, როემლსაც იტალიელი და ქართველი ბისნესმენები ესწრებიან. 
 
„საქართველოში საგადასახადო სისტემა ევროპულს შეესაბამება. ერთხელ მაინც უნდა ჩამოხვიდეთ საქართველოში და ის აუცილებლათ შეგიყვარდებათ. იტალიელმა ბიზნესმენებმა ეს ძალიან კარგად იციან. ჩადეთ ინვესტიციები საქართველოში“ განაცხადა ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა.
 
ფორმუმზე საქართველოს  ეკონომიკაში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკური განვითარების და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა წარმოადგინეს.
 
დღესვე საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის სავაჭრო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გაფორმდა.
 
საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც იტალიაში 3 მარტს ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, თბილისში 7 მარტს დაბრუნდება.

Exit mobile version