2 მარტს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოლდოვაში ვიზიტის და ქვეყნის პრეზიდენტთან ვლადიმერ ვორონინთან შეხვედრის დროს დაგეგმილია ერთობლივი დოკუმენტის ხელმოწერა – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სამსახურის უფროსმა მედეა ახალკაცმა.
მედეა ახალკაცს არ დაუკონკრეტებია თუ რა შინაარსის იქნება ხელმოწერილი დოკუმენტი, თუმცა არ არის გამორიცხული, ის უკრაინის კურორტ ტისოვეტში 5 იანვარს პრეზიდენტ სააკაშვილსა და უკრაინის პრეზიდნეტ ვიქტორ იუშჩენკოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მსგავისი იყოს.
„კარპატების დეკლარაციის“ სახელწოდებით ცნობილი დოკუმენტი უკრაინისა და საქართველოს ევროპულ არჩევანს და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას ითავლისწინებს.
პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი მოლდოვაში პრეზიდენტ ვლადიმერ ვორონინის მიწვევით დღეს გაემგზავრა.