აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც 28 თებერვალს შეიარაღებულ თავდასხმას გადაურჩა, განკარგულება მისცა შინაგან საქმეთა მინისტრს ოთარ ხაციას ებრძოლოს კრიმინალურ ბანდებს, რომლებიც აქტიურად ზემოქმედებენ აფხაზეთის ეკონომიკურ ცხოვრებაზე.
ანქვაბმა თავდასხმა ჯართისა და სხვა საქონლის ექსპორტზე გადასახადების გაზრდის შესახებ მის გადაწყვეტილებას დაუკავშირა. ეს გადაწყვეტილება მიუღებელია იმ პირებისთვის, რომლებიც ამ ბიზნესიდან უზარმაზარ ფულს შოულობდნენ და კვლავ შოულობენ.
კონტრაბანდა აფხაზეთის ეკონომიკის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. კონტრაბანდით ვაჭრობას ძირითადად მთავრობასთან დაახლოებული გასამხედროებული კრიმინალური დაჯგუფებები აკონტროლებდნენ. დამკვირვებელთა თქმით, ანქვაბის მცდელობას დამყარდეს კონტროლი კონტრაბანდული საქონლის მოძრაობაზე, შესაძლოა დაპირისპირებები მოჰყვეს.
ანქვაბი კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს
