საქართველო ერაყში დამატებით ჯარებს აგზავნის

1 მარტს კოალიციის ძალების ფარგლებში 573 ქართველი სამხედრო გაემგზავრა ერაყში.
 
შედეგად, ქართველ სამხედროთა რაოდენობა ერაყში 900-მდე გაიზარდა; საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობასთან ერაყში გაგზავნილი კონტიგენტის შეფარდების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კოალიციის ძალებში.

ქართველ სამხედროთა ახალი კონტინგენტი ბაღდადში განლაგდება და გაეროს მისიას დაიცავს.


 

Exit mobile version