საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაგშმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ იგი ასრულებს მის ყოფილ მეტოქესთან და ამჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან ხელმოწერილ შეთანხმებას ძალაუფლების გაყოფის თაობაზე.
გასულ კვირას დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ბაღაფში ძალაუფლების გაყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც ბაღაფშმა უარი თქვა ხაჯიმბას მიერ საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრების და საბაჟოს უფროსის თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატურებზე. შეთანხმების თანახმად, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს ვიცე-პრეზიდენტი კურირებს.
“ჩვენ ბოლო უნდა მოვუღოთ განხეთქილებას საზოგადოებაში, რომელიც [გასული ოქტომბრის] საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არსებობს [ბაღაფშისა და ხაჯიმბას მხარდამჭერებს შორის]“, განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.
მისი თქმით, ახალი კაბინეტის ფორმირება თითქმის დასრულებულია, თუმცა რამდენიმე ადგილი კვლავ ვაკანტური რჩება.