ბაღაფშმა აფხაზეთის დე ფაქტო ფინანსთა მინიტრი დანიშნა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 24 თებერვალს ბესლან კუბრავა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა.


საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ ცნობით, იგი ასევე შეასრულებს ვიცე-პრემიერის მოვალეობებსაც. ბესლან კუბრავას აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერის თანამდებობა 2001 წელს ეკავა.


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასევე მოაწერა ხელი განკარგულებას მთავრობის ახალი სტრუქტურის ფორმირების შესახებ, რომლის მიხედვითაც თვითგამოცხადებული რეგიონის აღმასრულებელ ხელისუფლებაში 12 სამინისტრო და  7 სახელმწიფო კომიტეტი შევა.


დე ფაქტო მთავრობის წევრების წარდგენა და დამტკიცება 26 თებერვლამდე უნდა დასრულდეს.


 

Exit mobile version