აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი დაინიშნა

საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმის” ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა ლეონიდ ლაკერბაია ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშნა.


ლეონიდ ლაკერბაია გავლენიანი პოლიტიკური მოძრაობა “აიტაირას“ (აღორძინება) თანათავმჯდომარეა. 1992-93 წლებში იგი პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს ასრულებდა. შემდეგ მას პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 1995 წელს მას ცოტა ხანს ეკავა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა.


ლეონიდ ლაკერბაია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრე ანქვაბის ახლო მოკავშირეა. ეს უკანასკნელიც “აიტაირას“ თანათავმჯდომარეა.   

Exit mobile version