ნოღაიდელი: გაზსადენის პრივატიზება უახლოეს მომავალში არ განიხილება

პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე 34 განსახილველ საკითხთა შორის არ ყოფილა მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების საკითხი.

“ამ საკითხზე არ გვიმსჯელია და უახლოეს პერიოდში საერთოდ არ იგეგმება ამ საკითხის განხილვა”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 23 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გაზსადენის შესაძლო მყიდველის ვინაობაზე მოგვიანებით იმსჯელებენ, “როცა დაიწყება ამ საკითხის განხილვა“. თუმცა პრემიერ-მინისტრს ვადები არ დაუკონკრეტებია.

20 თებერვალს იტალიურ გაზეთ “ლა სტამპა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაწყებულია მოლაპარაკებები “გაზპრომთან“ მაგისტრალური გაზსადენის შესყიდვის თაობაზე. სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკურ საკითხებში კახა ბენდუქიძემ 22 თებერვალს დასძინა, რომ ამით საქართველოს ენერკეტიკულ უსაფრთხოებას პრობლემები არ შეექმნება.


 

Exit mobile version