თურქეთში ვიზიტის დროს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 22 თებერვალს მოლაპარაკებები გამართა თურქეთის პრეზიდენტთან აჰმეთ ნეჯეთ სეზერთან და თავდაცვის მინისტრთან, იტყობინება “Turkish Daily News“-ი.
ირაკლი ოქრუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთთან თანამშრომლობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი კვლავაც განაგრძობს ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას.