საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, პირველ მოადგილესთან არჩილ იმერლიშვილთან და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან დავით ნაირაშვილთან ერთად სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა.
თურქეთში ვიზიტისას, თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთის პრეზიდენტს, თავდაცვის მინისტრს და გენშტაბის წარმომადგენლებს შეხვდება.
განხილული იქნება საქართველო-თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები.