ისრაელის ელჩმა საქართველოში შაბტაი ცურმა საინფორმაციო სააგენტო
“რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ “ისრაელის სამხედრო აღჭურვილობის საქართველოსთვის მიყიდვის საკითხი არასოდეს ყოფილა ისრაელ-რუსეთის მოლაპარაკებების საგანი. თანამშრომლობა ისრაელსა და საქართველოს შორის წარმატებულად მიმდინარეობს ყველა მიმართულებით და კვლავაც გაგრძელდება“.
ელჩის კომენტარს წინ უძღოდა რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთმა თითქოსდა პირობა დადო, რომ არ მიყიდიდა იარაღს სირიას, თუ ისრაელი სანაცვლოდ გაყინავდა სამხედრო თანამშრომლობას საქართველოსთან.