საზღვაო ძალების სარდალი თანამდებობიდან გადააყენეს

საზღვაო ძალების მეთაური ზაზა ერქვანია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა  გათავისუფლების მიზეზები არ სახელდება.  “სივილ ჯორჯიას“ თავდაცვის სამინისტროში აცნობეს, რომ საზღვაო ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად პირველი რანგის კაპიტანი ლევან ბაქრაძე დაინიშნა.
 
რეორგანიზაცია თავდაცვის უწყებაში 14 თებერვლიდან დაიწყო, როცა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წევრებს თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებების დაწერა მოსთხოვა.


გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 18 თებერვალს თანამდებობიდან გადააყენა და იგი სამხედრო საკითხებში საკუთარ მრჩევლად დანიშნა. გენერალური შტაბის უფროსად, კაპანაძის პირველი მოადგილე ლევან ნიკოლეიშვილი დაინიშნა. 

Exit mobile version