პრეზიდენტის ადმინისტრაცია: საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკებებში პრინციპული პოზიცია უკავია


18 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ალანა გაგლოევამ განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკებების დროს პრინციპული პოზიცია უკავია.
 
გაგლოევას თქმით, საქართველოს ბევრი პრეტენზია აქვს რუსეთის პოლიტიკასთან, “კერძოდ, სეპარატიზმის წახალისებასთან დაკავშირებით“.
 
“საქართველოს პოზიცია ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ქართული მხარე რუსეთთან კომპრომისებისთვის მზადაა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალხმრივი“, დასძინა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა.


 

Exit mobile version