საქართველოს საზღვის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, 17 თებერვალს რეგიონული სამმართველო “მესტიის” მესაზღვრეებმა ზემო სვანეთში, მესტიის ყოფილი საავადმყოფოს მშენებარე ობიექტზე დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას მიაკვლიეს.
კერძოდ, აღმოჩენილია რპგ-7 ტიპის 40 მმ-იანი ყუმბარმტყორცნი, სამი კომპლექტი პგ7-ლ ტიპის ყუმბარმტყორცნის ჭურვი რეაქტიული გამშვებით, რპგ-7 ტიპის ჭურვი და თორმეტი პგ-7ლ გამშვების გარეშე, ოთხი რპგ-ს ტიპის პგ-7მ ჭურვი გამშვების გარეშე, ექვსი რპგ-3მ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა კაფსულის გარეშე, ოთხი მონ-100 ტიპის ტანკაწინააღმდეგო ნაღმი და ერთი ყუმბარმტყორცნი “მუხა” ვპ-18-ი.
საბრძოლო მასალები ამოღებულია და გადატანილია საზღვის დაცვის “მესტიის” რეგიონული სამმართველოს შეიარაღების საწყობში.