ქართულმა მხარემ ცხინვალის რეგიონში მშვიდობისმყოფელთა რაოდენობა შეამცირა

გავრცელებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული მშბიდობისმყოფელთა კონტინგენტი შეამცირა. 


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წყარომ “სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ ქართველ სამშვიდობოთა რაოდენობა 250 ჯარისკაცამდე შემცირდა. სხვა არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მშვიდობისმყოფელთა რაოდენობა 200-მდე დავიდა.


თუმცა, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად არ ადასტურებს ამ ინფორმაციას.


შეთანხმების თანახმად, თითოეულ მხარეს – ქართულს, ოსურს და რუსულს – შერეული სამშვიდობო ძალების ეგიდით კონფლიქტის ზონაში 500 სამხედროს განლაგების უფლება აქვთ.  


 

Exit mobile version