აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა სტანისლავ ლაკობა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დანიშნა, იტყობინება “რია ნოვოსტი“ 17 თებერვალს.
სტანისლავ ლაკობა ბაღაფშის ახლო მოკავშირეა, იგი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტად იყრიდა კენჭს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბაღაფშმა და ამჟამინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ძალაუფლების გაყოფის თაობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ლაკობა იძულებული გახდა უარი ეთქვა ვიცე-პრეზიდენტობაზე.
სტანისლავ ლაკობა 1992-93 წლებში აფხაზეთის პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 1994-96 წლებში პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი ეკავა.