პრეზიდენტი პარლამენტართა 150-მდე შემცირების გადაწყვეტილებას მიესალმა

დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა 17 თებერვალს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მომავალ პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა 150-მდე შემცირდება.


“ის, რომ პარლამენტმა, მისმა უკლებლივ ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლო პარლამენტის რიცხოვნობის 235-დან 150-მდე შემცირების ისტორიული გადაწყვეტილების მიღება მიუთითებს იმას, რომ საქართველოს ჰყავს პარლამენტი, რომელიც უსმენს ამომრჩევლის ნებას”, განაცხადა გადაწყვეტილების მიღებიდან რამოდენიმე საათში პრეზიდენტმა.


2 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა პარლამენტართა რაოდენობის 150-მდე შემცირებას მხარი 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმზე დაუჭირა.


“საქართველოს კონსტიტუციის შემოდგომი დემოკრატიული დახვეწა გაგრძელდება”, დასძინა სააკაშვილმა.

Exit mobile version