პარლამენტმა დეპუტატების 150-მდე შემცირებას დაუჭირა მხარი

დღეს პარლამენტმა 203 ხმით 1-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დეპუტატების რიცხოვნობის 150-მდე შემცირებას ითვალისწინებს.


მიღებული გადაწყვეტილებით, მომავალ პარლამენტში 100 პროპორციული წესით, ხოლო 50 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატი იქნება წარმოდგენილი.


ამასთან ეს კონსტიტუციური ცვლილება ამოქმედდება საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების მიღებასთან ერთად, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის წევრების არჩევის საფუძვლებს.


დეპუტატების უმეტესობამ 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგს, რომლის მიხედვითაც 2 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა პარლამენტის რიცხოვნობის 150-მდე შემცირებას, მხარდაჭერა გამოუცხადა.

თუმცა ისიც აღინიშნა, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა მოჰყვეს გაგრძელება და ბოლომდე უნდა მივიდეს ტერიტორიულ ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმა, ორპალატიანი პარლამენტის ჩამოყალიბება და 7%-იანი ბარიერის დაწევის საკითხი.

Exit mobile version