იურიდიული კომიტეტი საკონსტიტუციო სასამართლოს ქუთაისში გადატანას ვეტოს ადებს

16 თებერვალს გამართულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებებს, რითაც არ დააკმაყოფილა მთავრობის წინადადება საკონსტიტუციო სასამართლოს ქუთაისში გადატანის თაობაზე.


იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიგა ბოკერიას განცხადებით, ინიციატივის მხარდაჭერა პოლიტიკურად არასწორი იქნებოდა.


სახელმწიფო სტრუქტურების მართვის რეფორმირების შესახებ მთავრობის მიერ იანვარში წარდგენილი პროექტი ითვალისწინებს რამოდენიმე უწყების, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს, გადატანას თბილისიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.  

Exit mobile version