საკონსტიტუციო სასამართლომ თბილისის და ფოთის მერების არჩევითობის სარჩელი დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ 16 თებერვალს დადებითად გადაწყვიტა საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის სარჩელი თბილისის და ფოთის მერების არჩევითობის შესახებ. ამჟამად ფოთისა და თბილისის მერებს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, რაც სასამართლომ კონსტიტუციური პრინციპების დარღვევად, კერძოდ მოქალაქეთა ადგილმდებარეობის მიხედვით დისკრიმინაციად, ცნო.


“საკანონმდებლო ორგანომ უნდა მიიღოს ახალი კანონი, რომელიც თბილისის და ფოთის მერების არჩევითობის საკითხს განსაზღვრავს, ასევე მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება მერების არჩევა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესით [არჩეული საკრებულოების მიერ]“, განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ჯონი ხეცურიანმა “სივილ ჯორჯიას“.


ამჟამად, თბილისს და ფოთს დანიშნული მერები ჰყავთ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 თებერვალს განაცხადა, რომ 2006 წლიდან ქალაქის მერების დანიშვნა არჩევითობის პრინციპით შეიცვლება. “პირდაპირ, თუ არაპირდაპირ, მაგრამ უნდა მოხდეს მერების არჩევა”, განაცხადა მან.


“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები თბილისის და ფოთის საკრებულოების წევრთა მიერ მერების არაპირდაპირი არჩევნების ინიციატივით გამოდიან.  თუმცა, “ახალი მემარჯვენეების“ მიერ მომზადებული პროექტი მერების პირდაპირი წესით არჩევას ითვალისწინებს. 

Exit mobile version