პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ნოღაიდელმა 15 თებერვალს განაცხადა, რომ ამჟამად მთავრობა საბიუჯეტო ცვლილებების პროექტზე მუშაობს, რომელიც 2005 წლის საბიუჯეტო შემოსავლების სულ ცოტა 400 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს.
თუმცა, გაზრდილი შემოსავლების ზუსტი თანხა ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგანაც პროექტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შემოსავლები შესაძლოა ნახევარი მილიარდი ლარით გაიზარდოს.
საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა ძირითადად პრივატიზაციის პროცესიდან მიღებული თანხების ხარჯზე მოხდება.
ამჟამად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2.2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო შემოსავლები – 1.9 მილიარდ ლარს.