საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ალასანია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხებში პირად წარმომადგენლად დანიშნა.
ირაკლი ალასანია მარტში გაეროს ეგიდით ჟენევაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხზე დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს.
მანამდე აფხაზურ მხარსთან მოლაპარაკებებს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა კურირებდა. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას გასული წლის აპრილში ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე.