სააკაშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა

პრეზიდენტი სააკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა.


უნივერსიტეტში გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2004 წელს მთავრობის მიღწევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეასრულა მთავარი ამოცანა, “შეძლო ნგრევის შეჩერება და სახელმწიფოსთვის ახალი ჩარჩოების შექმნა და ახალი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა“.


მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა, ძირითადად, ჰგავდა მის წლიურ მოხსენებას, რომელიც 10 თებერვალს პარლამენტს წარუდგინა. თუმცა, ამ გამოსვლაში სააკაშვილმა  საზოგადოების მხრიდან ინიციატივის აღების საჭიროებაზე გააკეთა აქცენტი.

“მე შემიძლია ჯარის მშენებლობა, მე შემიძლია პოლიციის მშენებლობა, მაგრამ ეკონომიკის განვითარება მთელ საზოგადოებაზეა დამოკიდებული“, განაცხადა სააკაშვილმა.

Exit mobile version