არაოფიციალური ინფორმაციით გენშტაბში რეორგანიზაცია დაიწყო

თავდაცვის სამინისტროს გენერალიტეტს, რომლის შემადგენლობაშიც შედის გენერალური შტაბის სარდლობა, თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ  განცხადების დაწერა დაევალა, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” თავდაცვის სამინისტროს სარწმუნო წყარომ.


გენერალიტეტის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ თავდაცვის სამინისტროში.

ასევე არ ხმაურდება მიზეზები და აცხადებენ, რომ ყველაფერი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თბილისში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.  ამჟამად თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება.

Exit mobile version