დღეს “დემოკრატიულ სახელმწიფოთა ერთობის” ეგიდით საქართველოში ექსპერტთა 30-კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა, რომლის მიზანია საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესის ხელშეწყობა.
დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან აშშ-ის, რუმინეთის, იტალიის, პორტუგალიის, პოლონეთის, სამხრეთ კორეის, სამხრეთ აფრიკის პოლიტიკოსები, ქართველ კოლეგებს გაუზიარებს გამოცდილებას საარჩევნო რეფორმის, სიტყვის თავისუფლების, უმცირესობათა ინტეგრაციის, კონფლიქტების გადაწყვეტის, ადგილობრივი მმართველობის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.
ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 16 თებერვლამდე გასტანს, დელეგაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.