ბაღაფშმა აფხაზეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 14 თებერვალს ალექსანდრე ანქვაბი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასი“.


დე ფაქტო მთავრობის წევრებმა გადადგომის შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს.


თვითგამოცხადებული აფხაზეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა ალექსანდრე ანქვაბი სერგეი ბაღაფშის ახლო მოკავშირე და პოლიტიკური პარტია “აიტარას” ლიდერია.


ანქვაბი პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას 2004 წლის 3 ოქტომბრის არჩევნებზე გეგმავდა; თუმცა მას შემდეგ, რაც მას ცსკ-ომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა, ანქვაბმა არჩევნებზე მხარი სერგეი ბაღაფშს დაუჭირა.


 

Exit mobile version