ქუთაისის წყალსადენზე ავარია მოხდა

ქუთაისში მაგისტრალურ წყალსადენზე 13 თებერვალს მომხდარი ავარიის გამო უკვე მეორე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება ქალაქს. 13 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას საკითხის მოგვარება დაავალა. 
 
პრეზიდენტის თქმით, მაგისტრალური წყალსადენის შეკეთება უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს, მანამდე კი ქუთაისის თითოეულ მცხოვრებს წყალი თბილისიდან და საქართველოს სხვა რაიონებიდან უნდა მიეწოდოს. “აღსადგენ სამუშაოებში უნდა დავასაქმოთ რეზერვისტებიც“, დასძინა პრეზიდენტმა.
 
იმერეთის რწმუნებულის გია გეწაძის განცხადებით, სავარაუდოდ, მაგისტრალური წყალსადენის აღდგენითი სამუშაოები ორ დღეში დამთავრდება.

ქუთაისელები უკვე დიდი ხანია რაც უწყლობას უჩივიან, თუმცა ხელისუფლებამ ამ პრობლემის დასაძლევად რეაგირება მხოლოდ ახლა მოახდინა.

Exit mobile version