პრეზიდენტ სააკაშვილთან 7 თებერვალს საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრემიერ–მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
“[პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი] უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც მისაღები იქნება პრეზიდენტისთვის, პარლამენტისთვის და საზოგადოებისთვის”, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.