საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით იტალიაში კერძო ვიზიტი შეწყვიტა და 4 თებერვალს, გამთენიისას საქართველოში დაბრუნდა.
“იგი [ზურაბ ჟვანია] ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი იყო, ეს უდიდესი დანაკარგია ქვეყნისთვის. თუმცა, ახლა საჭიროა მთავრობის მობილიზება და ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება“, განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს თბილისში დაბრუნებისას.