თვითგამოცხადებული აფხაზეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა მწუხარება გამოთქვა პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამო და განაცხადა, რომ ეს ფაქტი არ აისახება თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობებზე. 
 
“ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესი წარიმართება ისე,  როგორც აქამდე. პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება არ აისახება ჩვენ ურთიერთობაზე“, განუცხადა დღეს სააგენტო “რია ნოვოსტის“ სერგეი ბაღაფშმა. 
ბაღაფში: ჟვანიას გარდაცვალება თბილისისა და სოხუმის ურთიერთობაზე არ აისახება
