დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის, მათ შორის მაჟორიტართა კორპუსის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.
პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატების განცხადებით, საუბარი შეეხო 1 თებერვალს გორში მომხდარი ტერაქტის თემას, აგრეთვე იმ საკანონმდებლო ინიციატივებს, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე უნდა განიხილოს.
პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომები ზამთრის არდადეგების შემდეგ 8 თებერვალს განახლდება.