სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდნეტის მიხეილ სააკაშვილის მოწვევით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც განიხილება გორში სამხარეო პოლიციის შენობის წინ მომხდარი აფეთქების დეტალები, რომლის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა და 15 დაიჭრა.
პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ალანა გაგლოევას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ამაჟამად ძალოვანი მინისტრებისგან მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ისმენს, რის შემდეგაც სპეციალური განცხადებას გააკეთებს.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე გორში მომხდარ აფეთქებას განიხილავენ
