ხელისუფლება ბათუმის ნავთობბაზის პრივატიზაციაზე “Vitol group”-თან აწარმოებს მოლაპარაკებებს

პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ქართული მხარე აწარმოებს მოლაპარაკებებს ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელ მსხვილ შვეიცარიულ კომპანია Vitol Group-თან ბათუმის ნავთობტერმინალის პრივატიზაციასთან დაკავშირებით. კომპანიის დელეგაცია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს 25 იანვარს შეხვდა.
 
კომპანიამ ცოტა ხნის წინ “საოკეანო სანაოსნოს“ შესყიდვის სურვილი გამოთქვა, თუმცა მოგვიანებით ნავთობ ტერმინალით დაინტერესდა.
 
გავრცელებული ინფორმაციით, 31 იანვარს ამ საკითხთან დაკავშირებით ციურიხში “Vitol group”-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ.


 

Exit mobile version