საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების აღდგენა აფხაზეთში 1992-93 წლების კონფლიქტის დროს “ქართველთა ეთნიკური წმენდის“ აღიარებას დაუკავშირა.
“ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აღიარონ ტრაგიკული ფაქტი, რომ 1993 წელს აფხაზეთში ქართველთა ეთნიკურ წმენდას ჰქონდა ადგილი; ასიათასობით ქართველი თავიანთი სახლებიდან გამოაძევეს“, განაცხადა ჟვანიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 27 იანვარს.
მისი თქმით, უნდა შემუშავდეს დევნილი მოსახლეობის აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე დაბრუნების ყოვლისმომცველი გეგმა.
თბილისი აფხაზეთში ქართველთა “ეთნიკური წმენდის“ აღიარებას მოითხოვს
