მოსკოვი მხარს უჭერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს შესახებ

28 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზულუციას.


განცხადებაში ნათქვამია, რომ “ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მოწოდებები მნიშვნელოვანია“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა რეზოლუციის იმ პუნქტების მნიშვნელობას, რომლებშიც საქართველოს მთავრობაა გაკრიტიკებული აჭარის ავტონომიის “არაადექვატური მოდელის“ და იმ კონსტიტუციური ცვლილებების გამო, რომლებიც პრეზიდენტს “დიდ ძალაუფლებას ანიჭებს“.


განცხადებაში ყურადღება მახვილდება აჭარის ავტონომიურ სტატუსზე. “თბილისის დამოკიდებულება აჭარის მიმართ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის შესახებ წინადადებების დევალვაციას ახდენს“, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე დაუჭირა მხარი საქართველოს მთავრობისადმი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდებას მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები.  


 

Exit mobile version