ვენეციის კომისია საქართველოს სამხრეთ ოსეთის სტატუსის შემუშავებაში დაეხმარება

ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში 26-27 იანვარს ჩამოვა, რათა დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სტატუსის შესახებ იურიდიული დოკუმენტის შემუშავებაში, აცხადებს ევროპის საბჭოს პრესის განყოფილება.


ვიზიტის დროს ვენეციის კომისიის ექსპერტები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებს, ექსპერტებს და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.


26 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სადაც იგი აპირებს გაახმოვანოს თბილისის წინადადებები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ.    

Exit mobile version