ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 24 იანვრის სხდომაზე მიიღო რეზოლუცია საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების შესახებ, რომელშიც ჩამოთვლილია რიგი უარყოფითი საკითხები, მათ შორის აჭარის ავტონომიის “არაადექვატური მოდელი“; მაღალი საარჩევნო ბარიერი; 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებები.


რეზოლუციაში აღნიშნულია საქართველოს ხელისუფლების სწრაფვა განახორციელოს “შორს მიმავალი პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური რეფორმები“. ევროპის საბჭოს ურჩევს მთავრობას “შეინარჩუნოს და გააძლიეროს რეფორმების განხორციელების კურსი ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და პრინციპების შესაბამისად“.


რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ “პოსტრევოლუციური სიტუაცია არ უნდა გახდეს [ხელისუფლების] ალიბი, რათა გადადგმულ იქნას დაუფიქრებელი ნაბიჯები და უგულვებელყოფილ იქნას დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები“.


 

Exit mobile version