ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების შესახებ რეზოლუციის პროექტს 24 იანვრის სხდომაზე განიხილავს.
თავდაპირველად, საკითხის განხილვა 26 იანვარს იგეგმებოდა – იმავე დღეს, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი სიტყვით გამოვა სხდომაზე, სადაც იგი აპირებს გაახმოვანოს თბილისის წინადადებები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ.
დადგენილების პროექტში დადებითად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მცდელობები განახორციელოს “შორს მიმავალი პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური რეფორმები.“ თუმცა, ამავე დადგენილების პროექტში ჩამოთვლილია საქართველოში არსებული უარყოფითი მხარეებიც: ” პოსტრევოლუციური სიტუაცია არ უნდა გახდეს [ხელისუფლების] ალიბი, რათა გადადგმულ იქნას დაუფიქრებელი ნაბიჯები და უგულვებელყოფილ იქნას დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები”.