დღეს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-სა და და განათლების მინისტრის კახა ლომაიას თანდასწრებით მართლმადიდებელ ეკლესიასა და განათლების სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.
“მემორანდუმის მიხედვით, ახალი სასწავლო პროგრამის შემუშავებისას ყველა საკითხის შეთანხმება ამ ოფიციალური ურთიერთობების ფარგლებში მოხდება“, განაცხადა 22 იანვარს კახა ლომაიამ.
პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.