საწარმო “ელმავალმშენებელის“ აქციათა 51% რუსულმა კომპანია “დემა კომპიუტერს ლიმითედმა” 4 მლნ 150 ათას აშშ დოლარად შეიძინა.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცნობით, კომპანიამ ქართული მხარის ყველა პირობა დააკმაყოფილა, მათ შორის, სამი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ხელფასების 10%-ით გაზრდის თაობაზე.
მიღწეული შეთანხმების მიხედვით, კომპანია ერთ თვეში 1 მლნ აშშ დოლარს გადაიხდის, სრულ თანხას კი სამი თვის განმავლობაში დაფარავს.
“ელმავალმშენებლის” შეძენის სურვილი გამოთქვეს ასევე რუსულმა კომპანიებმა “დიამანტმა“ და “რადოქსმა“. საწარმოს აქციათა 51%-ის საწყისი ფასი 3 მლნ აშშ დოლარი იყო.