„ელმავალმშენებლის“ საკონტროლო პაკეტის შესყიდვა რუსულ კომპანიებს სურთ

საწარმო “ელმავალმშენებლის“ აქციათა 51%-ის შესყიდვით სამი რუსული კომპანია “დიამანტი“, “დემა კომპიუტს ლიმითედი“ და “რადოქსი“ დაინტერესდა.


კომპანიების მიერ წარდგენილი განაცხადების გაცნობის შემდეგ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გამარჯვებულს ხუთი დღის ვადაში გამოავლენს.
 
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იყიდება მხოლოდ საწარმოს აქციათა 51%, რომლის საწყისი ფასი 3 მლნ აშშ დოლარია. საწარმოს აქციათა 49% კვლავაც სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება.

Exit mobile version