ხაშბა: აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა აცხადებს, რომ აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოა და არ აპირებს სტატუსის გადახედვას, იუწყება 21 იანვარს სააგენტო “ინტერფაქსი”.
 
“წინადადება აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლის შესახებ მიუღებელია. ჩვენმა ხალხმა თავისი საბოლოო გადაწყვეტილება 1999 წელს ჩატარებული რეფერენდუმით გამოხატა, როცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას დაუჭირა მხარი“, აცხადებს ნოდარ ხაშბა.
 
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო გეგმის პრეზენტაციას 26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე აპირებს.

Exit mobile version