სერგეი ივანოვი: რუსეთი პანკისის გამო შეშფოთებულია

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა 19 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პანკისის ხეობა “შეშფოთების წყაროს” წარმოადგენს რუსეთისთვის, იუწყება “რია ნოვოსტი”.


საქართველოში რუსეთის საელჩოს 17 იანვარს გაავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ტერორიზმის საფრთხე საქართველოდან მოდის”, რაც ჩეჩენი და უცხოელი დაქირავებული მებრძოლების პანკისის ხეობაში ყოფნას უკავშირდება და “საფრთხეს უქმნის როგორც რუსეთს, ისე საქართველოს”.


13 იანვარს კი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის პრევენციული დარტყმები მიაყენოს საზღვარგარეთ არსებულ ტერორისტულ ბაზებს.

Exit mobile version