რუსეთი არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო ფუნქციას აკრიტიკებს

13 იანვარს ვენაში მიმდინარე ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის დელეგაციამ  ეუთოს არჩევნებზე მონიტორინგის ფუნქცია გააკრიტიკა იმ მოტივით, რომ “არჩევნების მონიტორინგის მეთოდები და ეუთოს ამბიცია შეასრულოს ზესახელმწიფოებრივი არბიტრის როლი პოლიტიკური პირფერობის მაგალითებს ბადებს”.


დამკვირვებელთა თქმით, რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს ეუთოს დემოკრატიული ნაწილის – დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასუსტებას და პარალელურად მოითხოვს დსთ-სა და რუსი დამკვირვებლების რიცხვის ზრდას სადამკვირვებლო მისიებში.

Exit mobile version