სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი მურად ჯიოევი 18 იანვარს საქართველოში ეუთო-ს მისიის წარმომადგენელს როი რივს შეხვდა ცხინვალში.
სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და პრესის კომიტეტის ცნობით, შეხვედრაზე მუარდ ჯიოევმა აღნიშნა, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება მაღალ შეფასებას აძლევს ეუთო-ს როლს ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში.